აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაიცვა თავისი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული დარტყმები ვენესუელის სანაპიროსთან ნარკოტერორისტებთან დაკავშირებულ ნავებზე და მიანიშნა, რომ სამხედრო კამპანია შეიძლება გაგრძელდეს „ხმელეთზეც“.
„ჩვენ თითქმის მთლიანად შევაჩერეთ ეს ზღვაზე. ახლა ამას ხმელეთზე შევაჩერებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა ვუყურებთ ხმელეთს, რადგან ზღვას ძალიან კარგად ვაკონტროლებთ“, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები