პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობას დიდი ხნის წინ დაამყარებდა, ევროპელებს ზელენსკის წაქეზება რომ არ გაეგრძელებინათ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, უკრაინიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთით დამთავრებული, უნგრელების იმედი შეიძლება ჰქონდეთ“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„ამერიკელებთან ერთ ნავში რომ ვმჯდარიყავით, მშვიდობა უკვე იქნებოდა. მაგრამ ევროპელი ლიდერები ომის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებულნი; მათ ომის სტრატეგია და ომის გეგმა აქვთ“, – დასძინა მან.
კომენტარები