შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან – ვალიდ აბუ ჰაიასთან. მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. გეკა გელაძემ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყნებს შორის საპოლიციო კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისთვის და გამოხატა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საქმეში.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.