რომ გითხრათ, გასაკვირია მათი დუმილი, უნდა მოვიტყუო იქიდან გამომდინარე, რომ მათივე წახალისებული იყო ის 4 ოქტომბრის დამხობის აქცია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ევროპელი კოლეგების დუმილთან დაკავშირებით.
„რომ გითხრათ, რომ გასაკვირია მათი დუმილი, უნდა მოვიტყუო იქიდან გამომდინარე, რომ მათივე წახალისებული იყო ის 4 ოქტომბრის დამხობის აქცია, როდესაც მათმა [ევროკომისიის] პრესსპიკერმა განცხადებით მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოხატა აქციის მიმართ. აქედან გამომდინარე, მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ და დაგმონ ეს ყველაფერი, თუმცა დუმილის რეჟიმში არიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
კომენტარები