შსს-ს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია , მაგრამ არასკანდალური… 😉
იცნობდეთ 112-ის გმირს! <3
1 ივნისი… შსს…
ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი…მან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გორში ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ადამიანის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ბებო პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა <3
სიკეთეს წახალისება და მხარდაჭერა უნდა…
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს <3
#112″-წერს პერტაია.