საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საცხოვრებელი სახლი დატოვა და ციხისკენ მიემართება, სადაც მას ხუთი წლის გატარება მოუწევს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფრანგეთის ყოფილ ლიდერს მისი მეუღლე კარლა ბრუნი მიაცილებს. სარკოზის სახლთან მისი მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც ის აპლოდისმენტებით გააცილეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.
კომენტარები