რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზე. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღში, დაშავებულები არიან ბავშვები, – ამის შესახებ ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს.
ტერეხოვის თქმით, რუსეთმა ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია. ქალაქში, სულ მცირე, სამი აფეთქება მოხდა.
როგორც ხარკოვის მერმა აღნიშნა, რუსეთმა იერიში მიიტანა ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღზე.
„საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია. ხანძარი ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათგან, სულ მცირე, ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებს ტერეხოვი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომენტარები