დუბლინში მიგრანტების საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ირლანდიის პოლიციამ 6 აქტივისტი შეტაკებისას დააკავა.
დემონსტრანტებმა თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრთან აქციაზე სამართალდამცველების მისამართით აგურები, პიროტექნიკა და შუშის ბოთლები ისროლეს და პოლიციის მანქანა დაწვეს. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.
დუბლინის პოლიციის ხელმძღვანელმა თავდასხმა დაგმო და მას ბანდიტიზმი უწოდა.
კომენტარები