პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთი ნავი დაბომბეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში წერს.
ჰეგსეტის განცხადებით, ნავზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
„ნარკოტერორისტებს, რომელთაც ჩვენს ნაპირებზე შხამი შემოაქვთ, ჩვენს ნახევარსფეროში უსაფრთხო თავშესაფარი არ ექნებათ. ისევე, როგორც ალ-ქაიდა აწარმოებდა ომს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, ეს კარტელებიც ომს აწარმოებენ ჩვენი საზღვრისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მათ არც თავშესაფარს მივცემთ და არც ვაპატიებთ. მხოლოდ სამართლიანობა იქნება“, – წერს ჰეგსეტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2 სექტემბრის შემდეგ ეს უკვე მერვე დარტყმაა იმ ნავებზე, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
კომენტარები