ჯგუფური გაუპატიურება გერმანიაში – ჰაინსბერგში სირიული წარმოშობის ხუთმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჰაინსბერგ-უნტერბრუხში 17 წლის გოგონა გააუპატიურა. აახენის პროკურატურამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
როგორც გამოცემა WDR იუწყება, ხუთივე მამაკაცი უკვე დაკავებულია. მედია განმარტავს, რომ მეხუთე მამაკაცი მიმალვაში იყო, თუმცა დღეს პოლიციას ჩაბარდა.
WDR-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცები სირიული წარმოშობის არიან.
ამასთან, გაზეთი Aachener Zeitung-ი იტყობინება, რომ მამაკაცები ლტოლვილები იყვნენ, მაგრამ აახენის პროკურორმა კატია შლენკერმან-პიტსმა, ეს ინფორმაცია WDR-ს არ დაუდასტურა.
კომენტარები
