რუსეთის შეიარაღებულმა ძალებში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამ სოფელზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარებმა ხარკოვის ოლქში სოფელი ბოლოხივკა, დონეცკის ოლქში სოფელი პრომინი და დნეპროპეტროვსკის ოლქში სოფელი ზლაგოდა აიღეს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში დრონივკას დასახლება დაიკავეს.
კომენტარები
