რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის თანახმად, დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე მასშტაბური საარტილერიო შეტევა განახორციელეს.
თავდასხმის დროს დაშავებულები გარეთ ან საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო და საცხოვრებელი შენობები, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. თავდასხმა ქალაქის კორაბელნის რაიონის დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან განხორციელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით სამარშრუტო ავტობუსი თავდასხმის სამიზნე გახდა.
კომენტარები
