კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადას „არ შეუძლია აკონტროლოს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკა“.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წყვეტს სავაჭრო მოლაპარაკებებს კანადასთან.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს პოლიტიკა ფუნდამენტურად შეიცვალა 1980-იანი, 1990-იანი და 2000-იანი წლების პოლიტიკასთან შედარებით და ეს არის სიტუაცია, როდესაც შეერთებულ შტატებს აქვს ტარიფები ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა კანადის მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადელი ოფიციალური პირები მუშაობდნენ ამერიკელ კოლეგებთან ტარიფების მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ „დიდი პროგრესი“ იყო მიღწეული.
„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროგრესი, როდესაც ამერიკელები მზად იქნებიან ამ დისკუსიებისთვის“, – დასძინა მან.
