საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის პიერ შილის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, უკრაინაში 2026 წლისთვის სამხედროები განათავსოს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება შილმა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლის დროს გააკეთა.
„ჩვენ მზად ვიქნებით, განვათავსოთ ძალები უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, თუ ეს უკრაინისთვის საჭირო გახდება“, – განაცხადა შილმა.
მისი განცხადებით, ფრანგული ჯარი მზად არის, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის უკრაინაში განთავსდეს და სამხედრო ამოცანების შესრულებას შეუდგეს.
კომენტარები
