2025 წელს გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა თურქეთსა და საქართველოში.
როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, იანვრიდან – სექტემბრამდე პერიოდში გერმანიიდან 17 651 ადამიანის დეპორტაცია მოხდა, მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 14 706 იყო.
ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა დეპორტირებული იყო თურქეთში – 1614 ადამიანი, მეორე ადგილზეა საქართველო – 1379 პირი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ყოველი მეხუთე დეპორტირებული – ბავშვი ან არასრულწლოვანი იყო.
ცნობისთვის, მიგრაციის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გერმანიაში რიგგარეშე საარჩევნო პერიოდში. არჩევნების შემდეგ კი გერმანიის მთავრობამ საზღვარზე კონტროლის გამკაცრების განკარგულება გასცა.
ოქტომბრის დასაწყისში კი ბუნდესტაგმა გააუქმა გერმანიის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმი.
