რუსეთმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო 29 დაშავდა.
კიევის მერმა განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და რამდენიმე ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
ასევე, დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე.
კომენტარები
