აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ უარი თქვა, გამოერიცხა მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია პრეზიდენტებს მხოლოდ ორჯერ არჩევის უფლებას აძლევას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი ავრცელებს.
„მესიამოვნებოდა ამის გაკეთება“, – განაცხადა ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პერსპექტივის შესახებ დასმულ კითხვაზე.
„მე მაქვს საუკეთესო რეიტინგი, საუკეთესო მაჩვენებლები“, – განაგრძო მან.
„განა არ გამოვრიცხავ? თქვენ უნდა მითხრათ“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას ამ საკითხზე ჟურნალისტები დაჟინებით უსვამდნენ კითხვას.
„ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ გვყავს შესანიშნავი, შესანიშნავი ადამიანების ჯგუფი, რაც მათ [„დემოკრატიულ პარტიას“] არ ჰყავთ“, – დასძინა მან.
ამასთან, ტრამპმა უარყო 2028 წლის „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიაში ვიცე-პრეზიდენტად კენჭისყრის პერსპექტივა.
