თურქეთის რამდენიმე პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებთან განლაგებულ რეგიონებში იგრძნობოდა. მიწისძვრის სიღრმე 5,99 კილომეტრს შეადგენდა.
სინდირგის რაიონის გუბერნატორის დოღუქან კოუნჯის თქმით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა ჩამოინგრა. საველე სამუშაოები ახლაც გრძელდება. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მიწისძვრა იგრძნობოდა სტამბოლშიც. მიწისძვრის დროს ადამიანებს სახლების დატოვება და ქუჩაში ღამის გათენება მოუწიათ.
კომენტარები
