საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა. ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული.
მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება.
კამპანიის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
