საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს უწყებაში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.
ლევან იზორიამ სახალხო დამცველს სისტემაში მონიტორინგის განხორციელებისა და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და მის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარები