29 ოქტომბერს, ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +16 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმს ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +17 ქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან გორშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
