„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 68 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ღაზაში 94 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა.
როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.
კომენტარები
