რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო სამი საათის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი, 35 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს.
ასევე განადგურდა ცხრა დრონი როსტოვის, ერთი კურსკის, ოთხ-ოთხი კი მოსკოვის, კალუგისა და ტულის ოლქებში.
როგორც ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კომენტარები
