გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროპარლამენტის ოთხი უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს გაერთიანების მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას სთხოვს.
ევროდეპუტატები წერილობით მიმართვას ამზადებენ და ფონ დერ ლაიენს მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებით ემუქრებიან.
ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ფონ დერ ლაიენის თანაგუნდელებიც „ევროპის სახალხო პარტიიდან“, ევროკავშირის ფინანსების გადანაწილებისას, რეგიონების ხარჯზე ცენტრალური მთავრობების უფლებამოსილების გაფართოებას ეწინააღმდეგებიან.
კომენტარები
