მამა რომ ხარ, ან ძმა, დილის 4 საათზე 14 წლის გოგო სახლში რომ მოგივა, გადაბრუნდები და კრინტს არ დაძრავ, სახელმწიფო რა შუაშია? – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ის, რომ გამოსაშვებ გამოცდაზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა, ეს არის მშობლების და არა მოსწავლეების ბრალი.
“ის, რომ ბავშვმა არ იცის, ვინ იყო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, მარტო სკოლის ბრალი კი არა, დედამისის და მამამისის ბრალია. მე ვიცი გლეხის ოჯახები ჩემ სოფელში, სადაც დაბადებულმა და გაზრდილმა გოგო-ბიჭებმა იცოდნენ, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
დღეს, შენ პასუხს რომ არ აგებ არაფერზე, მამა რომ ხარ, ან ძმა, დილის 4 საათზე 14 წლის გოგო სახლში რომ მოგივა, გადაბრუნდები და კრინტს არ დაძრავ, სახელმწიფო რა შუაშია?” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ