აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.
„ეს იყო შესანიშნავი შეხვედრა. ის [სი ძინპინი] დიდებული ლიდერია. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით, რომლის შესახებაც მალე შეგატყობინებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეა დატოვა.
კომენტარები
