აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხზე ერთად იმუშავებენ.
„ჩვენ სისთან უკრაინის შესახებ დიდხანს ვსაუბრობდით. ერთად ვიმუშავებთ, რათა რამეს მივაღწიოთ. ვთანხმდებით, რომ ორივე მხარე ბრძოლაშია და ხანდახან მათ ჩხუბი უნდა აცადო. ეს სიგიჟეა. სი უკრაინის საკითხებში დაგვეხმარება, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეგვიძლია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში.
ცნობისთვის, ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეა დატოვა.
კომენტარები
