აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჩინურ ტვირთებზე დაწესებული 20-პროცენტიანი ტარიფები 10%-მდე შეამცირა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთს 20-პროცენტიანი ტარიფები დავუწესე, რადგან „ფენტანილი“ კვლავ შემოდის ჩვენთან. ეს დიდი ტარიფებია. დღეს ვაცხადებ, რომ მათ 10%-მდე ვამცირებ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეა დატოვა.
კომენტარები
