საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სანტეს ციხეში მოინახულა, სადაც ის სასჯელს იხდის. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დარმანენმა სარკოზი 29 ოქტომბერს მოინახულა. ვიზიტი საღამოს საათებში შედგა და 45 წუთი გაგრძელდა. მინისტრს თან ციხის უფროსი ახლდა.
სარკოზის მონახულების შემდეგ დარმანენი ციხის ხელმძღვანელობას გაესაუბრა. მას, პირველ რიგში, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხები აინტერესებდა.
სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა. 21 ოქტომბერს ის ციხეში შეასახლეს.
