მილიონ ორასი ათას მგზავრს ველოდებით 2025 წლის ბოლოსთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რით არის განპირობებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის საგრძნობლად ზრდა.
„ტურიზმის მიმართულებით ძალიან აქტიურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ბათუმი როგორც ბიზნეს, ასევე ტურისტული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მილიონ ორასი ათას მგზავრს ველოდებით 2025 წლის ბოლოსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ TAV GEORGIA-მ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის. წლევანდელ წელს დაახლოებით 25 მილიონი ლარი დახარჯა იმისათვის, რომ მგზავრზე ორიენტირებული სერვისები იყოს ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა იოსელიანმა.
კომენტარები
