კანადაში, ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა, – იტყობინება Daily Mail-ი. სასამართლო პროცესებზე გაირკვა, რომ წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდა და დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, ძმები ლ.ლ. და ჯ.ლ. 2017 წლიდან მოძალადე ლესბოსელებთან, ბრენდი კუნისთან და ბეკი ჰამბერთან ერთად ცხოვრობდნენ. მათ დაგეგმილი ჰქონდათ ძმების შვილად აყვანა, რომლებიც ლ.ლ.-ის სიკვდილის მომენტში ჯერ კიდევ ბავშვთა დახმარების საზოგადოების მეურვეობის ქვეშ იყვნენ, მაგრამ შვილად აყვანის პროცედურა საბოლოოდ არ დასრულებულა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წყვილი ბავშვებს შეურაცხყოფდა, სცემდა, აშიმშილებდა და ცივ წყალს ასხამდა. სასამართლოში წაიკითხეს სამედიცინო პერსონალის წერილი, სადაც აღნიშნული იყო: „წყვილის აღზრდის სტილი და „უსაფრთხოების კონტროლი“ უფრო მეტად ძალადობრივი იყო, ვიდრე თერაპიული – ისინი აიძულებდნენ ბიჭებს დაეძინათ კარვებში, ფარავდნენ მათ ოთახებს ბრეზენტით და პლასტმასის ბორკილებით აბამდნენ. ასევე აღნიშნულია, რომ ქალებს ჰქონდათ ფეთქებადი ხასიათი, რაც მათში უკონტროლო ემოციებს იწვევდა“.
„სადისტები ამტკიცებდნენ, რომ უფროს ბიჭს „კვების დარღვევა“ ჰქონდა, რის გამოც ბავშვები ზედმეტად გამხდრებად გამოიყურებოდნენ. ოჯახის ექიმმა გრეჰემ დანკანმა აღიარა, რომ მას შემდეგაც კი, რაც გაიგო, რომ ბიჭმა ერთ წელიწადში 5 კილოგრამი დაიკლო, მან შესაბამისი კვლევები არ ჩაუტარა მას და არ აკონტროლებდა მის კვების რეჟიმს. 2022 წლის 21 დეკემბერს, ერთ-ერთი ძმა სრულიად დასუსტებული, უგონო მდგომარეობაში და ძლიერ გამოფიტული იპოვეს წყვილის სახლის სარდაფში, საიდანაც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ლესბოსელებმა თავი დამნაშავედ ცნეს ბავშვის პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე თავისუფლების აღკვეთაში, იარაღით (ძირითადად, პლასტმასის ბორკილებით) თავდასხმაში და გარდაცვლილი ბიჭის უმცროსი ძმისთვის ძირითადი საჭიროებების არმიწოდებაში“, – ნათქვამია სტატიაში.
