გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ პეტერ ფიშერზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (VCDR) მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმაციის შეგროვება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამ ინფორმაციის წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის მიწოდება. ეს მოიცავს შეხვედრებს როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება, AFD-ს კითხვას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან ძვირადღირებულები უძრავი ქონება იქირავა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
თუმცა, როგორც ცნობილია, ფაქტი, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები, თავად ხაზარაძემ დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა.

 
				