საზოგადოება ხედავს, რომ კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი რჩება, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ გერმანიას და გერმანიის საელჩოს მისი ელჩის შესახებ რაღაცები აქვთ დასამალი, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი, თუმცა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელ ენჯეოებს აფინანსებს.
„საზოგადოება ხედავდა წლების განმავლობაში, რომ გერმანიის გადასახადების გადამხდელების ფული საქართველოში მოძრაობდა ხშირად უკანონოდ, და დღემდე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური წყაროებიდან არც გერმანელებმა და არც ქართველებმა არ იციან, რაში იხარჯებოდა ეს ფული და რაც მთავარია, გერმანიის ელჩის ინტერესის სად იყო“, – აღნიშნა მახაშვილმა.
რისთვის იხარჯება გერმანელების ფული საქართველოში – მერცის მთავრობა ინფორმაციას საკუთარ ქვეყანასაც უმალავს და ქართულ საზოგადოებასაც.
გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.

 
				