ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს.
დებატები 12 საათს გაგრძელდა.
100-წევრიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 56-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 32, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
ლატვიის პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.
კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრაციაზე დაახლოებით 5000 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით.
კონვენციას პირველად ხელი მოეწერა სტამბოლში 2011 წელს და ძალაში შევიდა სამი წლის შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დოკუმებტს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა. ლატვია მეორე ქვეყანა იქნება, თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციას დატოვებს.

 
				