2023 წელს, რობერტ დე ნიროს შვილიშვილისა და კიდევ ორი 19 წლის მოზარდის ზედოზირებით გარდაცვალების გამო, ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ-იორკის ხელისუფლება ეჭვმიტანილებს – ბრიუს ეპერსონს, ედი ბარეტოს, გრანტ მაკივერს, ჯონ ნიკოლასს და როი ნიკოლასს – “ფენტანილის” სადისტრიბუციო ქსელის მართვაში ადანაშაულებს. ისინი, სოციალური ქსელების საშუალებით, ახალგაზრდებზე ყალბი რეცეპტით გაცემულ ოპიოიდურ აბებს ყიდდნენ.
ხელისუფლება ამ ქსელს აკავშირებს ლენდრო დე ნირო-როდრიგესის, Blondie-ს თანადამფუძნებლის, კრის სტეინის ქალიშვილის – აკირა სტეინის და კიდევ ერთი მსხვერპლის ზედოზირებით გარდაცვალებასთან.
ხუთივე პირს ბრალი წაუყენეს შეთქმულებაში, ნარკოტიკული საშუალების შენახვისა და გასაღების მოტივით.
		კომენტარები
		
			    				    	
					
 
				