რა უფრო მნიშვნელოვანია – მიწა თუ ჯარისკაცების სიცოცხლე? უკრაინაში თითოეულ მეომარ მხარეს თავისი პასუხი აქვს. ვლადიმერ პუტინისთვის, უკრაინის მიწების ყოველი მეტრი ათიათასობით რუსის სიცოცხლეს ითვლის. კიევისთვის პრიორიტეტულია ოკუპანტების შეჩერება დანაკარგების მინიმიზაციის პარალელურად. უკრაინის სამხედრო სარდლობა ყოველთვის ვერ ახერხებდა ამ ბალანსის შენარჩუნებას, ზოგჯერ კი ჯარისკაცების ალყაში მოქცევასა და განადგურებას უშვებდა დროული უკან დახევის ბრძანების ნაცვლად. სტატიას ამის შესახებ The Spectator-ი აქვეყნებს.
დღეს პოკროვსკში იგივე არჩევანი კეთდება ტერიტორიასა და სიცოცხლეს შორის. დონეცკის რეგიონში მდებარე ამ ციხესიმაგრე-ქალაქისთვის ბრძოლა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები პოკროვსკში შევიდნენ 2024 წლის თებერვალში, ავდეევკას ნანგრევების აღების შემდეგ. ბოლო კვირების განმავლობაში, პოკროვსკისთვისბრძოლამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, როდესაც მინიმუმ 250 რუსი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქეების სახით გადაცმული, უკრაინული დრონებისა და ქვეითი ქვედანაყოფებისთვის უხილავად ქალაქში შევიდა. ტანსაცმლის ქვეშ დამალული იარაღითა და რადიომიმღებებით, მათ უკრაინელ ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით დრონების ოპერატორებზე ნადირობა დაიწყეს, რომლებიც ომის ამ ეტაპზე ყველაზე ღირებულ სამიზნეებს წარმოადგენენ. რუსი ინფილტრატორები ასევე ჩასაფრებულები იყვნენ პოკროვსკისადა მირნოგრადისკენ, რომელიც აღმოსავლეთით სულ რაღაც ხუთი კილომეტრითაა დაშორებული. რადგან რუსულმა დრონებმა თითქმის მთლიანად შეწყვიტეს ლოჯისტიკა ამ ტერიტორიაზე, უკრაინელი ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ ათ კილომეტრამდე გაევლოთ თავიანთ პოსტებამდე, ხშირად კი დანიშნულების ადგილამდე მიღწევამდე, გზაში სროლის შედეგად იღუპებოდნენ.
უკრაინულმა სარდლობამ უარყო პოკროვსკში რუსული ჯარების გარღვევა, სანამ ქალაქში ჩარჩენილმაჯარისკაცებმა გასულ შაბათ-კვირას მედიას სიმართლე არ გაუმხილეს. “უკრაინსკა პრავდას” ცნობით, კვირა დღისთვის, როდესაც გენერალურმა შტაბმა საბოლოოდ აღიარა რუსების ქალაქის შიგნით ყოფნა, მტრის მცირე ჯგუფებს უკვე გავლილი ჰქონდათ პოკროვსკი და მის ჩრდილოეთ გარეუბანში იბრძოდნენ. უკრაინის არმიის მეთაური, ალექსანდრ სირსკი, ამ კვირაში დონეცკის რეგიონში სასწრაფოდ ჩავიდა, რათა პირველად პირადად შეხვედროდა ქალაქის დამცველ ბრიგადის მეთაურებს და განაცხადა, რომ მან “მოუსმინა მათ წინადადებებს”.
