ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების „ერთადერთი გზაა“.
Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს აშშ-ის სამხედრო დარტყმებს ვენესუელის ტერიტორიაზე? – მაჩადომ უპასუხა:
ზეწოლის ზრდა და ესკალაცია, რომელიც განხორციელდა, ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მადურო იძულებული გახდეს გაიგოს, რომ მისი წასვლის დროა, და მათ, ვინც მას ჯერ კიდევ უჭერს მხარს, რომლებიც ამ მომენტისთვის ძალიან ცოტანი არიან – სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ფინანსურმა ხელშემწყობებმა – უკეთ უნდა გაიგონ, რომ დრო იწურება.
„მე მჯერა, რომ ეს ესკალაცია უკანასკნელი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კვლავ უჭერს მხარს მადუროს, გაიგონ, რომ მათ გვერდზე უნდა გადადონ მისი მხარდაჭერა და თავად მადუროსთვისაც, რათა გაიგოს, რომ ეს უკანასკნელი შანსია მშვიდობიანი და მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდის ხელშესაწყობად“, – დასძინა მან.
