რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ, 3 საათის განმავლობაში ბელგოროდსა და ვორონეჟში, ასევე ყირიმში 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ბელგოროდში 34 დრონი იყო ნეიტრალიზებული, ვორონეჟის ოლქსა და ყირიმში კი – 4.
ვორონეჟის ოლქში დრონების შეტევას ნგრევა და ადამიანების დაშავება არ მოჰყოლია. უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის რეჟიმი მთელი რეგიონის ტერიტორიაზე კვლავ ნარჩუნდება.
კომენტარები
