აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკა თითქოსდა ვენესუელის სამხედრო ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება, სიცრუეა.
ამერიკულმა გამოცემა Miami Herald-მა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე შეტევის გადაწყვეტილება მიიღო და დარტყმები შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს.
„თქვენი „წყაროები“, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „სიტუაციას იცნობენ“, გატყუებენ და გაიძულეს ტყუილზე აგებული სტატია დაგეწერათ“, – დაწერა რუბიომ.
კომენტარები
