სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე აპარტამენტების ტიპის სასტუმრო პოლიციამ იმის გამო დახურა, რომ იქ მასშტაბური პროსტიტუციის ფაქტი დადასტურდა.
ეს პირველი შემთხვევაა შვედეთში, როცა სასტუმრო ასეთი მიზეზით დაიხურა.
პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში აკავებდა მამაკაცებს, რომლებიც ამ სასტუმროში სექსუალური მომსახურებით სარგებლობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროს მფლობელი არაერთხელ გააფრთხილეს, უკანონო საქმიანობა მაინც არ შეწყვეტილა. თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში შვედეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების წყალობით, სასტუმროს მეპატრონის დასჯა შესაძლებელი გახდა.
ამასთან, სასტუმროს 5 მილიონი შვედური კრონის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა, რადგან მისმა მფლობელმა პოლიციის გაფრთხილებები არ გაითვალისწინა.
კომენტარები
