ტანზანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, სამია სულუჰუ ჰასანის გამარჯვებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამაია სუჰულუ ჰასანის ბანერები ჩამოხიეს, სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
მედიის ცნობით, ჰასანმა არჩევნებში ხმების 98% მოიპოვა და მას მხარი 32 მილიონამდე ამომრჩეველმა დაუჭირა. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა აქტივობამ კი თითქმის 87% შეადგინა.
ჰასანის ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. როგორც მედია წერს, საერთაშორისო დამკვირვებლები ხმის მიცემის პროცედურის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობისა და ფართოდ გავრცელებული არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ოპოზიციის თქმით, არჩევნების შემდეგ დაპირისპირებას ქვეყანაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
როგორც „ბიბის“ წერს, ამ დროისთვის ქვეყნის უმეტეს ნაწილში ინტერნეტი გათიშულია. სამია სულუჰუ ჰასანი ტანზანიის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა.
