ჩინეთმა პილოტირებული კოსმოსური აპარატი „შანჩჟოუ 21“ ორბიტაზე გაიყვანა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
ხომალდმა სტარტი ციუძუანის კოსმოდრომიდან გვიან ღამით აიღო და კოსმოსურ სადგურ ტიანგუნს მიუერთდა.
ეკიპაჟის სამი წევრი სადგურზე 6 თვეს დაყოფს. მისიის ფარგლებში ისინი 20-მდე სამეცნიერო-კვლევით და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის გარდა კოსმოსში ოთხი თაგვიც გაუშვეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჩინელი მეცნიერები კოსმოსში ცხოველების ქცევას შეისწავლიან.
კომენტარები
