ამერიკელი მილიარდერის, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრძანება გასცა, რომ 2024 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტები საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ გადაერჩინათ.
„როგორც მითხრეს, თეთრი სახლიდან მოდიოდა ინსტრუქცია, რომ არჩევნებამდე მათ გადარჩენაზე არავის უნდა ეფიქრა. ასეთი გადაწყვეტილებებისთვის უნდა ისჯებოდნენ,“ – განაცხადა მასკმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას.
ცნობისთვის, ასტრონავტები სუნი უილიამსი და ბუჩ უილმორი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი კვირით უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა კოსმოსურ ხომალდზე აღმოჩენილი დაზიანებების გამო მისია 286 დღეს გაგრძელდა.
კომენტარები
