კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა.
თეთრი სახლის ლიდერის უკმაყოფილების მიზეზი პოლიტიკური რეკლამა გახდა. რეკლამაში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გამოსვლის ფრაგმენტი იყო გამოყენებული, სადაც ის ტარიფების პოლიტიკის წინააღმდეგ საუბრობს.
ამის გამო ტრამპმა კანადისთვის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანასთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.
„მე ნამდვილად მოვუხადე პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში. ის შეურაცხყოფილი იყო ამ რეკლამით. პირადად მე ასეთ რეკლამას არ გავუშვებდი, ამიტომ მოვუხადე ბოდიში“, – თქვა კარნიმ პრესკონფერენციაზე.
კომენტარები
