ინდონეზიის აღმოსავლეთ პაპუას პროვინციაში წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უმეტესობა მცირეწლოვანია.
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, წყალმოვარდნა გადაუღებელი წვიმების შემდეგ მდინარეების ადიდებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, რვა ბავშვი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ დაკარგულების ძებნას მთიანი რელიეფი აფერხებს. ამასთან, ინდონეზიის კატასტროფების შემცირების სააგენტომ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან რამდენიმე რეგიონში მდინარეების ადიდება კვლავ მოსალოდნელია.
კომენტარები
