2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრა. სპეცრაზმელებმა დაარბიეს ტელეკომპანია, დალეწეს აპარატურა და არხის მაუწყებლობა გათიშეს. შეიარაღებულმა ნიღბიანმა ძალოვნებმა გარე პერიმეტრის დაკავების შემდეგ, რკინის ჯებირები გადაკვეთეს, შენობაში შემოვიდნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, მძიმედ დაშავდა არხის რამდენიმე თანამშრომელი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები დემოკრატიის სახელით ძალადობრივი ქმედებებით ხელმძღვანელობდნენ ქვეყანას. ასევე, „ქართული ოცნების” წევრებმა, პარალელი გაავლეს მაშინდელ მედია დამოუკიდებლობის ხარისხსა და 2012 წლის შემდეგ მედიაპლურალიზმის განვითარების დონეზე.
კომენტარები
