პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზიმ ციხე დატოვა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი შინა პატიმრობაში დარჩება, მოუწევს ელექტრონული სამაჯურის ტარება, აეკრძალება საფრანგეთის დატოვება და საქმის ფიგურანტებთან კონტაქტი.
გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ადვოკატმა გაასაჩივრა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მიმალვის საფრთხე.
მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს ოდენობით უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმეზე, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში მან 3 კვირაზე ნაკლები გაატარა.
კომენტარები
