ტერორისტების „შავი სიიდან“ თეთრ სახლამდე – ორშაბათს, დონალდ ტრამპმა მიიღო აჰმედ ალ-შარაა, რაც სირიის ლიდერისთვის პირველი შემთხვევაა და ასევე აღიარებაა ყოფილი ჯიჰადისტი ლიდერისთვის, – წერს ფრანგული გამოცემა France 24-ი.
„ის მომწონს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ და დასძინა – „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სირიამ მიაღწიოს წარმატებას“.
„მას რთული წარსული აქვს და, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რთული წარსულის გარეშე შანსი არ გაქვთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სირიის პრეზიდენტობამ გამოაქვეყნა ლაკონური განცხადება, რომელსაც თან ახლდა რამდენიმე ფოტო, სადაც ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა განიხილა ორმხრივი ურთიერთობის „განვითარებისა და გაძლიერების გზები“, ასევე „რამდენიმე რეგიონული და საერთაშორისო საკითხი“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამოაცხადა, რომ კეისრის კანონით (Caesar Act) გათვალისწინებული ამერიკული სანქციები კიდევ 180 დღით შეჩერდება.
კეისრის კანონი არის აშშ-ის კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დასჯას ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. იგი სირიას საერთაშორისო საბანკო სისტემიდან და დოლარში ფინანსური ტრანზაქციებიდან ბლოკავდა.
180-დღიანი პაუზა საშუალებას აძლევს ახალ გარდამავალ მთავრობას განახორციელოს ეკონომიკური ოპერაციები.
