უკრაინის ენერგოსისტემაში გამოაშკარავებულ კორუფციულ სკანდალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კორუფცია უნდა დაისაჯოს, მით უფრო, რომ უკრაინის ენერგოსისტემა 100 მილიონი დოლარით დაზარალდა.
კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი სვეტლანა გრინჩუკიც და თქვა, რომ უკრაინის კომპანია „ენერგოატომი“ სახელმწიფო კომპანიებში მასშტაბურ კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციული სქემა გამოააშკარავა. უწყებამ ფარული ჩანაწერების ნაწილი გაასაჯაროვა და კორუფციულ საქმიანობაში ქვეყნის პრეზიდენტის გარემოცვა ამხილა.
კომენტარები
