საფრანგეთში, ქალაქ ნანტში, 16-17 წლის სამი მოზარდი დააკავეს, რომელსაც LGBTQ+ ფერებში შეღებილი “სიამაყის კიბის” საფრანგეთის დროშის ფერებში გადაღებვა უნდოდა.
მედიის ინფორმაციით, კიბე ბორეპეარის ქუჩას აკავშირებს ნანტის ცენტრში მდებარე მთავარ ქუჩასთან, რომელიც აქტიურად კონტროლდება და ვიდეოთვალთვალის კამერებით არის სავსე.
მაისში, ნანტის სოციალისტმა მერმა, იოჰანა როლანმა, კიბეებზე დაფა გახსნა, რომელმაც სამუდამოდ მიანიჭა ადგილს ცისარტყელას ფერები და ოფიციალურად უწოდა მას “სიამაყის კიბეები”. მის აღიარებას მხარი დაუჭირა ნანტში არსებულმა LGBTQ+ ადამიანების ასოციაცია “ნოსიგმა”.
კომენტარები
